Search This Blog

Tuesday, April 10, 2012



გურული ფირალები
         ფირალობის სახელით ცნობილმა მოძრაობამ XIX საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოს გურიაში ვულკანივით ამოხეთქა.
       დროთა განმავლობაში ისინი ლამის მითიურ პიროვნებებად იქცნენ, მათზე შექმნილი ლეგენდები, ლექსები და და სიმღერები კი ფოლკლორისა და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა.
      დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ირაკლი მახარაძის წიგნში ”გურული ფირალები”
      ამ წიგნში დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით დაწვრილებით და საინტერესოდაა გადმოცემული ფირალობის ისტორია და ცნობილი გურული ფირალების თავგადასავალი.
   

Saturday, April 7, 2012

გურული ტრადიციები

კალანდა

      გურიაში ახალი წლის პირველ დღეს  კალანდა ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.
    ახალწელიწადს  მამლის  ყივილზე მთელი  ოჯახი  ფეხზე  დგება. 
    მამაკაცები  ღორის  თავს, ბასილას, საახალწლო  გობს  სანოვაგით  დატვირთულს, მორთულ  ჩიჩილაკს  და  ცარიელ  ჩაფს  იღებენ  და  მარნისკენ  გაეშურებიან. მარანში  შესვლისას  ოჯახის  უფროსი  ხმაამოუღებლად  საახალწლო  გობს  მიწაზე  დადგამს, ჩაფს  ღვინით  გაავსებს  და  დაჩოქილი  წმინდა ბასილას  ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ  მეკვლე  გობიდან კაკალს  იღებს და წმ.ბასილას  ეხვეწება, რომ  ამ  კაკლივით  მისი  ოჯახი  ყოველივე  სიკეთით  აავსოს.  ბოლოს  ღორის  თავს  აიღებს, საწნახელს  სამჯერ მიარტყამს  და  თან  ყვირის: "აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს  ღვინო  და  სხვებს ფურცელი"-ო. ამის  შემდეგ  პროცესია  სახლისკენ  გაემართება  და  ოჯახის  წევრებს ულოცავენ.     


ჩიჩილაკი - ტრადიცია
      ჩიჩილაკი, ხის ფორმის რიტუალური საგანი. მზადდებოდა საახალწლოდ მიკვლევა-მილოცვისათვის. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე ნაირსახეობა, რომელთაგან განსაკუთრებით სრულყოფილი ჩანს გურული კალპიანი ჩიჩილაკი.
    ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკის ან "ბასილას" წვერი ერქვა. აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე       ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს, ორ სფერულ კვერცხს, ე. წ. "ყვინჩილებს". ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს, რომელისაც ფრთისა და ბოლოს ბუმბულს უტოვებდნენ. სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს.


ისტორია

გურიის ძველი ისტორიისა ჩვენ ძალზე ცოტა რამ ვიციტ, ვახუშტის  სიტყვით, „მზღვრის ამას მურიასაღმოსავლეთით მთა ფერსათი, სამცხე- გურიას შორისი და საჯავახოს სორისი, სამხრეთ ჭოროხის მდინარე და მთა მცირე, ფერსათიდამ ჩამოსული დასავლეთ, აჭარა-გურიის შორისი ჩრდილოთ რიონი გურია-ოდიშს შორისი და დასავლით შავი ზღვაგურია, როგორც ცალკე პროვინცია ამ სახელით ცნობილი ხდება VII    -ის II   ნახევრიდან, გადამწყვეტი  ბრძოლის  წინ  გურიაში  დაბანაკებულა  მურვან  ყრუ. გაუგონარ კაცს  დღემდე  გურიაში  მურვანას  ეძახიან.

გურიელი პირველად მოხსენიებულია რუსუდან მეფის დროს VII       -ში  II      -ში გურიელებთან პირველი ისტორიულად ცნობილი პიროვნებაა ვინმე კახაბერი, რომელიც ქართული მატიანეების ჩვენებით,1483წელს გარდაიცვალა. კახაბერს წარმოშობით ვარდანიძის საგვარეულოს აკუთვნებდნენ. ეს ძვარი თამარის დროიდან განაგებდა სვანეთის საერისთაოს.

მეფე  გიორგიბრწყინვალეს  დროს  XV -სში მას ებოძა გურია, სვანეთში კი მის ნაცვლად გელოვანთა სახლი დაადგინეს.გურიის ისტორიის შესახებ ჩვენი ცნობების სიმწირე  იმით უნდა აიხსნას, რომ გურია კარგად  არ ყოფილა გამოკვლეული არქეოლოგიურად. დიუბუა  დე-მონპერემ ფრიად მცირე ცნობები მოგვცა: მისი ადგილობრივი  ნარკვევებიდან  მეტ-ნაკლებად  დამაკმაყოფილებელია  და  ისიც  მხატვრულის  მხრივ, შემოქმედის  და  ვაშნარის, ანუ  როგორც  იგი  შეცდომით  უწოდებსუჯენარის  ნარკვევი.

          საინტერესოა  საიდან  წარმოდგა  სიტყვა  გურიაარსებობს რამდენიმე  ვერსია:

  1. ზოგი  მიიჩნევსრომ  სიტყვა   გურია  „გურიაობიდან“  მოდის  და  „დაუცხრომელ  სამყოფელს“  აღნიშნავსვახუშტი  ბატონიშვილი  მოგვითხრობსროცა  ლეონ  აფხაზთა  მეფე   გახდაგურულებმა  აღარ  ინებეს  ოძრხის  ერისთავის  მორჩილება,  „ გურიაობით“  განუდგნენ  ადარნასე  და  აშოტ  ბაგრატიონებს  და  შეურთდნენ  ლეონსო.


   2.  თურმე  ინდოეთის  მეფეს  შედათს   წალკოტი  გაუშენებიაერი  ღმერთად მიმიჩნევსოდიდებულებმა დაუწუნესშენს  ბაღს ანგელოზები  აკლიაომეფეს  სხვადასხვა  ქვეყნებიდან  „გურიების“  ( ლამაზი  ხალხიინდოეთს  ჩამოყვანა  უბრძანებია. ღმერთმა   სასჯელი    მოუვლინა    კადნიერ  მეფეს , მისი  დაღუპვისეს  ამბავი  ქვეყნის  პირზე  შეკრებილმა  „გურიებმა“  კავკასიაში  შეიტყვეს  და  იქვე  დარჩენა  გადაწყვიტესთავის  სამყოფელს  კი  გურია უწოდეს.
საქართველო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, გურია ნიშნავს -..ქვეყნის გულიყო.

გურულები - ,,ვაჟნი და ქალნი მსგავსნი იმერთა ზნიტა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა... შემოსილნი აგრეოვე და შუენირებითაცა,არამედ  უმეტეს კეკელიანი და რბილი, ენა - ტკბილი-მოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით, არამედ ქართულისავე ენისანიდა არა  სხ[გურიის სამთავრო (ისტორია) - Guriis samtavro (istoria)